კითხვა-პასუხის რეჟიმი

Wednesday, June 13, 2012

მოდის სახლები,რომლებიც ქმნიან ცნობილ ბრენდებს


                                                                versace

     ვერსაჩე (იტალ. Versace) — იტალიური მოდის სახლი, რომელიც 1978 წელს ჯანი ვერსაჩემ დააარსა. 1997 წლის 15 ივლისს, როდესაც სახელგანთქმული დიზაინერი ვინმე ენდრუ კიუნენენმა მოკლა, მოდის სახლს სათავეში დიზაინერის და, კომპანიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი — დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა, ხოლო უფროსი ძმა — სანტო ვერსაჩე გენერალური დირექტორი გახდა.
978 წელს თავისი ძმის სანტოს დახმარებით ვერსაჩე ქმნის საკუთარ ფირმას, სამოდელო სახლს ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace). იმავე წელს შედგა მისი პირველი კოლექციის ჩვენება, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ცოტა ხანში ძმების საქმიანობაში ჩართული იქნა დაც – დონატელა.ვერსაჩეს არასდროს არ ეშინოდა თავის შემოქმედებაში ექსპერიმენტების. 80 – იან წლებში იგი გახდა მსოფლიო მოდის ლიდერი. სამოდელო სახლის წლიური შემოსავალი შეადგენდა 900 მილიონ დოლარს. გახსნილი იქნა მთელს მსოფლიოში 165 ბუტიკი. გარდა ტანსაცმლისა ვერსაჩეს სამოდელო სახლი ქმნიდა აქსესუარებს, სუნამოებს, საათებს, ფაიფურს, დეკორატიულ კაფელს და მთლიან ინტერიერს.
     1988 წელს ვერსაჩეს მიანიჭეს "მსოფლიოს წამყვანი და შემოქმედებითი დიზაინერის" ტიტული. 1998 წელს კი ამერიკული მოდის ოსკარი. 
     სამწუხაროდ ეს უნიჭიერესი ადამიანი, მსოფლიო დონის დიზაინერი ტრაგიკულად დაიღუპა 50 წლის ასაკში.
      სამოდელო სახლს სათავეში ჩაუდგა ჯონის და – დონატელა ვერსაჩე (Donatella Versace), რომელმაც დაიწყო თავისი მოდელების ხაზის გამოშვება, მაგრამ ძმის არაჩვეულებრივი წარმატების გამეორება მან ჯერ–ჯერობით ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა  სამოდელო სახლი ვერსაჩე დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ წარმატებულ და უმხვილეს მსოფლიო სამოდელო სახლად.




fashiontv | FTV.com - VERSACE MILAN FW P/E 2007






Versace Fall/Winter 2012 Full Show With Original 

Soundtrack



















                                                      louis vuitton

     ლუი ვიუტონი (ფრანგ. Louis Vuitton, ზოგჯერ უბრალოდ LV) — ფრანგული მდიდრული მოდის და ტყავის ნივთების ბრენდი. კომპანიის სათაო ოფისი პარიზში მდებარეობს. ბრენდი თანამშრომლობს მარკეტინგისა და დიზაინის სფეროში მოყვაწე ცნობილ ადამიანებთან და ცნობილია მის მიერ წარმოებული ხელჩანთებისა და ჩემოდნებისთვის.
    დღესდრღეისობით Louis Vuitton-ის ლოგო ამშვენებს ჩანთებს, ჩემოდნებს თუ საფულეებს მთელი მსოფლიოს გარშემო. ამ ფირმის ისტორია დაიწყო იმ დღიდან, როდესაც 33 წლის ლუისმა პარიზში გახსნა ჩემოდნების მაღაზია. ლუისი დაიბადა 1821 წელს პატარა ქალაქში. 14 წლის ასაკში მან დატოვა სახლი და დასახლდა პარიზში. 2 წლის შემდეგ ლუისი ნაპოლეონ მესამემ აირჩია რათა გაეკეთებინა ჩემოდნები იმპერატრი ეუჯინის კაბებისთვის. ლუის ვუიტონის შექმნილი ჩემოდნები გამოირჩეოდნენ თავისი პრაქტიკულობით. ლამაზმა დიზაინმა და მაღალმა ხარისხმა ვუიტონის ნამუშევრები პოპულარული გახადა პარიზის მაღალ საზოგადოებაში. 1860 წელს მან ქარხანა გააფართოვა და ასნიერესში გადავიდა საცხოვრებლად. მან მალევე გაითქვა სახელი საფრანგეთის გარეთ. 1867 წელს მან აიღო ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ბაზარზე ხოლო უკვე 1889 წელს კი ოქროსი. ლუის ვუიტონი გარდაიცვალა 1892 წელს, 71 წლის ასაკში. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა ჯორჯ ვუიტონმა განაგრძო მამის საქმე და ’’Louis Vuitton’’ აქცია მსოფლიო მარკად. 1893-1936 წლებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ოქროს წლებბი ამ ბრენდისთვ1901 წელს ‘’Louis Vuitton’’-მა ახალი საუკუნის დაწყება აღნიშნა ახალი პროდუქტის გამოშვებით. ეს იყო ვუიტონის საფირმო ქაღალდის ჩანთა შეძენილი ნივთების ჩასაწყობად. ერთი წლის შემდეგ იგი იყო მიწვეული ჟიუროს წევრად წმ. ლუისის მსოფლიო ბაზარზე. ამავე წელს მან გამოუშვა ქაღალდის ჩანთების ახალი ხაზი. მას გაუჩნდა ახალი იდეა შეექმნა პატარა ჩანთები სუნამოებისა თუ პარფიუმერიის ჩასაწყობად. 1914 წელს ‘’Louis Vuitton’’-მა გახნა სამგზავრო ნივთების მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზია, პარიზში.
1930 წლის დასაწყისისთვის ‘’Louis Vuitton’’-მა გამოუშვა რამდენიმე ჩანთა, რომელებიც ცნობილები გახდნენ თავიანთი მოსახერხებელი დიზაინით და ეგზოტიკური მასალით. მაგალითად გლამურული ჩანთები შექმნილი იყო ნიანგის ტყავისგან. ‘’Louis Vuitton’’-ის ისტორია ტრაგიკულად შეიცვალა როდესაც 1936 წელს გარდაიცვალა ჯორჯ ვუიტონი და ამით დასრულდა ოქროს წლები ამ კომპანიისთვის. კომპანიის მართვა განაგძო მისმა შვილმა გასტონ-ლუის ვუიტონმა. 1951 წელი შეიძლება ჩათვალოს წარმატებუს წლად ამ კომპანიისთვის, რადგანაც ამ წელს მიიღო შეკვეთა პრეზიდენტ აურიოლისგან, რომელსაც დაუმზადეს სამოგზაურო კომპლექტი. 1959 წელს კი ნაჭრის დამუშავების ახალი მეთოდი გამოიგონეს, რამაც გაადვილა მუშაობა და ‘’Louis Vuitton’’-მა გამოუშვა ჩანთების დიდი რაოდენობა, იმდენი რამდენიც არ გამოეშვა არასდროს. ამ დროსვე გამოუშვეს ჩანთები ‘’Louis Vuitton’’-ის ლოგოთი. შემდეგი 7 წლის განმავლობაში ‘’Louis Vuitton’’-მა შექმნა 25 ახალი პროდუქტი. გასტონ-ლუის ვუიტონი გარდაიცვალა 1969 წელს, ერთი წლის შემდეგ რაც მან გახნა ‘’Louis Vuitton’’-ის გაყიდვების ოფისი იაპონიში, ეს იყო ახალი ეტაპის დასაწყისი ფირმის ისტორიაში. ამას მოყვა მაღაზიების გახსნა ტოკიოში და ოსაკაში. 1977 წელს ‘’Louis Vuitton’’-ის ჰოლდინგი გაფორმდა.
დღესდღეისობით ‘’Louis Vuitton’’-ის ნაწილი კონტროლდება დიორის მიერ.




Louis Vuitton Spring/Summer 2012 Full Show | 










                                               dolce & gabbana

      დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა, სიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანში. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ”ნაცნობთან” და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. 1982 წელს მათ მოდური სტუდია გახსნეს, 1985 წელს კი მილანის სცენაზე ”ახალი ტალანტების” შოუს ფარგლებში მათი პირველი კოლექცია გამოიტანეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ ქალის მზა ტანსაცმელი გამოფინეს, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ბრენდი წვივსაკრავების, აზღუდების, საცურაო კოსტჲუმების და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში ამავე ჩვენებაზე წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა.
პირველი ბუტიკი 1989 წელს გახსნეს ტოკიოში, რასაც მილანსა და ჰონკონგში მოჰყვა მაღაზიების გახსნა.

      დოლჩესა და გაბანას შესახებ მათი ერთობლივი კარიერის დასაწყისიდან მოკლე ხანში ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა მსოფლიო პრესაში, რაც საკმაო ხანს გაგრძელდა; თუმცაღა, საჭორაოც არაფერი იყო.. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ცხოვრობდნენ… 2005 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა არ შეუწყვეტია. მათი რომანტიკული ურთიერთობა 2008 წელს განახლდა, როდესაც წყვილი მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ.

       მადონასთვის მათ რეკორდულად მოკლე დროში შექმნეს უდიდესი კოლექცია - 1500 კოსტჲუმი სულ რაღაც ორ თვეში და თანაც ხელით. აქვე უნდა ითქვას, რომ კონტრაქტში ანაზღაურების თანხა არც კი ყოფილა მითითებული. დიზაინერებმა თითქმის უფასოდ შექმნეს მშვენიერი კოლექცია. ”შესაძლოა ჩვენი შრომის ღირებულებაზე იმიტომ არ ვფიქრობთ, რომ უკვე დიდი ხანია იმდენი გვაქვს გამომუშავებული, რის გახარჯვას ვერც კი შევძლებთ”-აცხადებენ დოლჩე და გაბანა.
       მოდილიორები წლიურად ცამეტ კოლექციას ქმნიან; თითოეულ კოლექციაში ისეთი რამ არის ხოლმე ჩადებული, რასაც ნოვატორობად მიიჩნევს მოფლიო მოდის ინდუსტრია.
1996 წლის კოლექციაში უმკლავებო, შავი ფერის, იატაკამდე დაშვებული კაბები ჭარბობდა, გვერდებზე შეჭრილი და ყელზე მოგდებული შავი შარფით. ეს სამოსი იმდენად ლამაზად იქნა მიჩნეული, რომ მარტო ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის მაღაზიებმა 650 შეკვეთა მისცეს დიზაინერებს.
         2006 წლის ოქტომბერში დოლჩე & გაბანამ პირველი რესტორანი გახსნა მილანში, სახელად გოლდი ვია პიეროზე. რესტორანს, სახელის შესაბამისად, მოოქროვილი ინტერიერი აქვს. წყვილის საზკვების ობიექტებში 250 ადგილია და ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირული მენიუა წარმოდგენილი.
       2008 წელს დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი სუნამო Light Blue Pour Homme პროფუმოს აკადემიამ და აშშ-ის ფიფის დაჯილდოვების კომიტეტმა მამაკაცის საუკეთესო სუნამოდ დაასახელა.
       დ&გ ჯუნიორი მოდის სახლის განსხვავებული ხაზია და ორიენტირებულია მხოლოდ 11 წლამდე ბავშვების ტანისამოსის შექმნაზე, რომელიც სეზონების მიხედვით არის წარმოდგენილი როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის.






Dolce & Gabbana | Spring Summer 2012 Full 












                                        chanel


       შანელის სახლი, უკეთ ცნობილი, როგორც შანელი (ფრანგChanel) — პარიზული მოდის სახლი საფრანგეთში, რომელიც კოკო შანელმა დააარსა. ფორბსზე დაყრდნობით, შანელის სახლი ალენ და ჟერარ ვერტჰემერების ერთობლივი კერძო კომპანიაა, რომლებიც შანელის სახლის ადრეული (1924 წლის) პარტნიორის — პიერ ვერტჰემერის შვილიშვილები არიან.



Chanel | Spring Summer 2012 Full Fashion Show 







CHANEL Spring-Summer 2012 Haute Couture Show









                          Mustang Jeans

        აშშ-ს ფარგლებს გარეთ პირველი ჯინსი შეიქმნა პატარა ტანსაცმლის ფაბრიკაში - L. Hermann (ლ. ჰერმანი), კიუნცელსაუში, სამხრეთ გერმანიაში. დღეისათვის იგივე ოჯახი უდგას სათავეში კომპანია მუსტანგს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი მოწინავე და პოპულარული ჯინსის ბრენდია და ყიდის ხარისხიან საქონელს მსოფლიო მასშტაბით. მათ პროდუქციას, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისევე სცენაზე უპირატესობას ანიჭებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა ბიორკი, ჯონ ბონ ჯოვი, ჯგუფი სკორპიონსი.
        დაარსებიდან დღემდე კომპანია მყიდველს არა მარტო სთავაზობს სხვადასხვა სახის საქონელს (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავეულობა, ჩანთები, ქამრები და სხვ., საათები, ძვირფასეულობა, წინდები, კოსმეტიკა), ეს ბრენდი ასევე უამრავი დაუჯერებელი ისტორიის წყაროა, მაგალითად როგორ უკვეთავდნენ 23,000 ჯინსს დღეში და სხვ.
 მას შემდგომ, რაც ჰერმანების ოჯახის ხე-ტყის ბიზნესი ჩავარდა, ლუისმა გადაწყვიტა დაეარსებინა ტანსაცმლის ფაბრიკა, პატარა სამკერვალო, სახელად L. Hermann, კიუნცელსაუში (სამხრეთ გერმანია). 1932 წლის 2 ივლისიდან ფაბრიკამ დაიწყო სამუშაო ტანსაცმლის დამზადება. 1945 წელს ლუისის ვაჟი - როლფ ჰერმანი და სიძე - ალბერტ ზეფრანეკი უერთდებიან კომპანიას. ომის შემდგომ, ოჯახს უჭირს ბიზნესის გაგრძელება და იძულებულია გამოიყენოს ყველა სახის მატერია პროდუქციის დასამზადებლად. ნამდვილი პოპულარობა ბრენდს წილად ხვდა დაარსებიდან 17 წლის შემდგომ, 1949წელს, როდესაც კომპანიის მფლობელმა - ალბერტ ზეფრანეკმა გადაწყვიტა პირველი ევროპული ჯინსის შექმნა. ეს შეძლო კიდეც და მოახდინა უდიდესი რევოლუცია ევროპული მოდის ინდუსტრიაში. სწორედ გერმანელები იყვნენ პირველები, რომლებმაც ევროპაში ამერიკული ოცნების განხორციელება შეძლეს. მათ პირველად შექმნეს მსოფლიოში ჯინსი ქალებისთვის 1953 წელს, ხოლო 1961 წელს ჯინსი "stretch". დღეისათვის მუსტანგის მარკის დაახლოებით 20,000 ჯინსი იყიდება დღეში ამავე ბრენდის სხვა სახის პროდუქციასთან ერთად.

















               გუჩი (Gucci), ბრენდის ისტორია

 ამერიკული მოდის სამყაროში. 
იტალიური მოდის სახლი გუჩი (Gucci), რომლის ისტორია იწყება 1900 წლიდან, ძალიან საინტერესოა. იგი ძალიან ჰგავს მძაფრსიუჟეტიან ფილმს, რომელიც სავსეა ტრაგიკული და ამოუცნობი ისტორიებით, ოჯახური ტრაგედიებით, საოცარი დამარცხებებით და თავბრუდამხვევი აღმასვლებით.


კომპანიის დამაარსებელი გუჩიო გუჩი (Guccio Gucci) დაიბადა 1881 წელს ფლორენციაში. ახალგაზრდა ასაკშივე მან დატოვა იტალია და გაემგზავრა  ლონდონში, სადაც გარკვეული პერიოდი მუშაობდა ერთ–ერთ სასტუმროში ლიფტიორად. სწორედ მაშინ მას მოუვიდა აზრად, რომ ჩემოდანი და ჩანთა მოგზაური ადამიანებისთვის განუყოფელი ატრიბუტებია. 

1921 წელს გუჩი ბრუნდება იტალიაში და ქორწინდება. ლონდონში მუშაობის პერიოდში დაგროვილი ფულით გუჩიო ხსნის ტყავის ჩემოდნების სახელოსნოს. 1 წლის შემდეგ კი პატარა მაღაზიას, რომელიც მოგვიანებით ცნობილი ხდება მთელს ევროპაში. მაღაზიაში იყიდებოდა სახელოსნოში  უმაღლესი ხარისხის ტყავისგან და დახვეწილი გემოვნებით შეკერილი ჩემოდნები და ჯოკეების ტანსაცმელი. ძალიან მალე გუჩის მოდელებმა მოიპოვეს პოპულარობა. ევროპის საუკეთესო მოჯირითეები შეჯიბრებებზე გამოდიოდნენ გუჩის კოსტუმებში, რამაც ხელი შეუწყო კომპანიის პოპულარობას.

გუჩების ოჯახში იყო 6 ბავშვი. ბიჭები, ალდო, უგო, ვასკო და როდოლფო ბავშვობიდანვე ეხმარებოდნენ საქმეში მამას. 1933 წელს უფროსი შვილი –  ალდო ქმნის კომპანიისთვის საფირმო ნიშანს: ორ ურთიერთგადაჯაჭვულ ასო G. 1937 წელს სამკერვალო კეთდება ფაბრიკად და იწყება ქალის ჩანთების,  ხელთათმანებისა და ჩემოდნების გამოშვება.

1938 წელს რომის ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე Via Condotti იხსნება გუჩის ბუტიკი. ისინი  შეკვეთებს იღებენ თვით მუსოლინისგანაც კი. 40–იან წლებში, მიუხედავად ომისა,  გუჩის მაღაზიები იხსნება მთელი იტალიის მაშტაბით. 

კომპანია გუჩის შექმნა, რა თქმა უნდა უკავშირდება გუჩიოს სახელს. მაგრამ მისი აყვავება და მსოფლიო აღიარება მისი შვილის ალდო გუჩის დამსახურებაა. მისი დამსახურებით ფირმის ასორტიმენტს ემატება ლეგენდარული გუჩის შარფები, გუჩის ჰალსტუჰები და მოგვიანებით გუჩის საათები. საკულტო გუჩის ჩანთა ბამბუკის სახელურით აგრეთვე ალდოს დამსახურებაა.

1953 წელს  მანჰეტენზე იხსნება პირველი გუჩის მაღაზია. ეს იყო ერთ–ერთი პირველი იტალიელი
კიდევ ერთი გუჩი – როდოლფო გუჩი კომპანიის შესახებ ამბობს: "ოჯახი იყო კომპანია და კომპანია – ოჯახი". იგი ახალგაზრდობაში საკმაოდ წარმატებული კინო მსახიობი, ხდება, რომელიც 1930–1940 წლების იტალიურ ფილმებში მონაწილეობს მაურიციო დე ანკორეს ფსევდონიმით. ომის შემდეგ როდოლფმო თავს ანებებს მსახიობობას და ბრუნდება მამის ფირმაში. შესაძლოა სწორედ იმის გამო, რომ როდოლფომ ძალიან კარგად იცოდა მსახიობების გემოვნება, ისინი სიამოვნებით იცვამენ მისი ფირმის ტანსაცმელს. ფილმში "რომაული არდადეგები " ულამაზესს ოდრი ჰებბერნს ამშვენებს გუჩის საფირმო შარფი. ჯაკლინ კენედი ატარებს გუჩის ჩანთას. ფირმის სახე კი ხდება ულამაზესი ამერიკელი მსახიობი გრეის კელი. მის და მონაკოს პრინცის ქორწილზე ყველა სტუმარს საჩუქრად ერგო გუჩის შარფი.

1953 წელს კომპანიის დამფუძნებელი გუჩიო გუჩი გარდაიცვალა და სამოდელო სახლი მემკვიდრეობით გადადის მისი ოთხი შვილის: გუჩიო–ალდოს, ვასკოს, უგოს და როდოლფოს ხელში. ძმები თავიდან წარმატებით აგრძელებენ მამის საქმეს. კომპანია ხსნის მაღაზიებს პარიზში, ლონდონში და ტოკიოში.

მაგრამ გუჩიოს სიკვდილი ხდება ოჯახის კრახის პირველი ნაბიჯი. ძმები დიდი ხნის განმავლობაში არჩევენ სასამართლოში, თუ ვის რა წილი ერგება კომპანიიდან. გრძელვადიანი სასამართლო პროცესების შედეგად ალდო გუჩის ერგო აქციების 50%. იგი განაგრძობს კომპანიის ხელმძღვანელობას.

ძმები საქმეების გარჩევის პარალელურად აგრძელებენ მუშაობას კომპანიაში. არ არის არც ერთი ოჯახის წევრი, რომელსაც პრეტენზია არ ჰქონდეს კომპანიის წილზე და არ ჩიოდეს სხვა ოჯახის წევრების წინააღმდეგ. პაოლო გუჩი, ალდოს შვილი, რომელიც შემდეგ იკავებს კომპანიის წამყვანი დიზაინერის პოსტს, დაუსრულებლად უჩივის საკუთარ მამას. თანაც საინტერესოა ის ფაქტი, რომ როდესაც მას უმთავრდება ფინანსები ადვოკატებისთვის, მას ფინანსურად ეხმარება ალდო.

სკანდალით მთავრდება პაოლოს მიერ მამის ფინანსური მაქინაციების შესახებ  დოკუმენტების გამოქვეყნება. ამბობენ, რომ ერთ–ერთი მოსამართლე მირიამ ალტმანმი უარსაც კი ამბობს სასამართლო გარჩევაზე იმ მიზეზით, რომ  მისი ინფორმაციით , კომპანია გუჩის შემოსავლის  ორი მესამედი, ოჯახის წევრების მიერ იხარჯება ადვოკატების მომსახურებაში. პაოლოს მხარს უჭერს მისი ბიძაშვილი მაურიციო გუჩი, რომელიც შემდეგში ბიძასაც და ბიძაშვილსაც განდევნის ოჯახური ბიზნესიდან.

მიუხედავად ამ დაძაბული ურთიერთობისა 1960–1970 – იან წლებში კომპანია წარმატებით ვითარდება. იწყება გუჩის ცნობილი ფეხსაცლელების, სუნამოების საათების და ბეწვის პროდუქციის გამოშვება. იხსნება  შვეიცარიაში  წარმოება Gucci Timepieces, რომელიც ქმნის და აწარმოებს საიუველირო ნაწარმს. დღევანდელ დღეს ამ განყოფილებას ეკუთვნის გუჩის შემოსავლის 10%.  

ამავე დროს არ ცხრება ნათესავებს შორისა საქმეების გარჩევა. 1982 წელს დირექტორების შეკრებაზე საქმე ჩხუბამდეც კი მიდის. ამ შეკრების შემდეგ პაოლო, რომელსაც ესროლეს საფერფლე, ტოვებს ფირმას, ხოლო გუჩის პარფიუმერიის განყოფილება გადის კომპანიიდან დამოუკიდებლად. 

1983 წელს  როდოლფოს სიკვდილის შემდეგ, მისი აქციები მემკვიდრეობით გადადის მისი შვილის – მაურიციოს ხელში. ნათესავებს მაშინვე შეაქვთ სარჩელი სასამართლოში იმ საბაბით, თითქოს მაურიციომ მამის ანდერძი გააყალბა. მას უსჯიან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც ტოვებს ქვეყანას. ალდო, რომელიც სიმპათიითაა განწყობილი ძმისშვილის მიმართ, თავისი პირადი ადვოკატის დახმარებით ახერხებს სასამართლო განაჩენის გაუქმებას, რის შემდეგაც მაურიციო ბრუნდება იტალიაში და იბარებს მემკვიდრეობას.

სამაგიეროდ, ამის გამო პაოლო, ალდოს შვილი რჩება ნაწყენი და შურისძიებით აღვსილი მამაზე. იგი წარუდგენს ამერიკის მთავრობას დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც  ალდო თითქოსდა თავს არიდებს გადასახადებს. ამის საფუძველზე 1986 წელს ალდო გუჩი იქნა დაპატიმრებული და დამწყვდეული ამერიკის ციხეში. დადიოდა ხმები, რომ ეს აზრი მას მიაწოდა საკუთარმა ბიძაშვილმა მაურიციომ. სწორედ მან პრაქტიკულად გუჩის სახლი მიიყვანა კატასტროფამდე.

 ამრიგად, 1989 წელს კომპანია გადადის  მაურიციოს ხელში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არც ფასებზე და არც საქმეზე.  იგი ხდება ფირმის პრეზიდენტი. ალბათ შეუგნებლად, მაგრამ ახალ პრეზიდენტს კომპანია მიჰყავს ბანკროტისკენ. მაურიციო ანთავისუფლებს სამსახურიდან ადამიანებს, რომლებიც ათეულობით წლები ქმნიდნენ ფირმის სახელს. ხსნის წარმოებიდან ლეგენდარულ გუჩის ბამბუკის სახელურიან ჩანთებს, გადააქვს ოფისი მილანში, სადაც მისი მშენებლობისთვის ხარჯავს ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს. მაგრამ ყველაზე დიდ დარტყმას კომპანიას აყენებს მის მიერ  საფირმო ლოგოტიპით პროდუქციის გამოშვების ლიცენზიების უკონტროლო გადაცემები  სხვადასხვა პატარა ფირმებზე, რომლებიც ძირითადად მდებარეობენ აზიაში. 

შედეგად, 1990 – იან წლებში კომპანია თითქმის გაკოტრებული და განადგურებული აღმოჩნდა. ფირმის თანამფლობელები და გუჩიოს შვილიშვილები რობერტო, პაოლო და ჯორჯიო საკუთარი კაპიტალის გადასარჩენად ყიდიან თავიანთ აქციებს ბახრეინის ფინანსურ კომპანიას – Investcorp. სიტუაციის გამოსასწორებლად ახალი თანამფლობელები ქირაობენ ეკონომიკური დირექტორის თანამდებობაზე დომენიკო დე სოლლეს, რომელიც 1990 წელს სამსახურში იყვანს ამერიკელ დიზაინერს ტომ ფორდს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ხდება გუჩის სახლის დირექტორი და ახერხებს კომპანიის სახელის აღდგენას სულ ცოტა ხანში.

1993 წელს მურაციო 100 მლ. დოლარად  ყიდის თავის წილს იგივე კომპანიას – Investcorp. შედეგად გუჩების ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი აღარ რჩება კომპანიის წილში. 

1994 წლის 27 მარტს მილანი შეძრა ხმაურიანმა მკვლელობამ. გუჩის მილანის ოფისთან დაცხრილული იქნა 45 წლის მურაციო გუჩი. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელმა დაუშვა ბევრი შეცდომა და პოლიციამ შეძლო მისი ფოტო რობოტის შედგენა, დანაშაულის გახსნა რამდენიმე წლის მანძილზე ვერ მოხერხდა. სიცილიური მაფიის და ყოფილი პარტნიორების ვერსიები გამორიცხული იქნა. ყველაზე მეტი ეჭვი გაჩნდა მურაციოს მეორე ცოლზე – პატრიცია რეჯიანიზე, რომელსაც იგი გასცილდა რამდენიმე წლის წინ.

პირველ ცოლთან მურაციოს შვილი არ ჰყავდა. მეორესთან, რომელთანაც იცხოვრა 12 წელი ჰყავდა ორი ქალიშვილი. გაცილების შემდეგ პატრიციამ მიიღო 1მლ. დოლარი, იახტა და ორი სახლი, რომელთაგან ერთი მდებარეობდა ნიუ იორკში. მაგრამ მან, მისი თქმით "დარჩენილმა მომავლის გარეშე",  მიმართა დახმარებისთვის ფსიქოთერაპევტს ჯუზეპე აურიემეს, რომელიც გატაცებული იყო ოკულტიზმით. ისინი დამეგობრდნენ. და ერთ–ერთ სპირიტულ სეანსზე, მათი თქმით, სულებმა ქალებს ურჩიეს მაურიციოს თავიდან მოშორება. მათ დახმარებისთვის მიმართეს ერთ–ერთი პატარა სასტუმროს მფლობელს, რომელმაც დაიქირავა ქილერი.

რამდენიმე წლის შემდეგ პოლიციამ, რომელიც უთვალთვალებდა პიცერიის მფლობელს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნასრკოტიკების გასაღებაში, შემთხვევით მოისმინა მისი და პატრიციას საუბარი, რომელშიც იგი ითხოვდა პატრიციასგან ქმრის მკვლელობისთვის შეპირებული თანხის დარჩენილ ნაწილს . 

ცოტა ხანში მთელი ეს კამპანია აღმოჩნდა განსასჯელთა სკამზე. პატრიციას, მიუხედავად იმისა, რომ იგი კატეგორიულად უარყოფს თავის დანაშაულს, უსჯიან 25 წელს. საქმის გჰადახედვა კი ჭიანურდება ერთ საოცარი ფაქტის გამო. ყველას, ვინც იღებს ხელში ამ საქმეს და დოკუმენტებს, მაშინვე უჩნდება გაურკვეველი ავადმყოფობის სიმპტომები. ამ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ამიტომ იურისტები უარს ამბობენ ამ საქმის და ქაღალდების ხელში აღებაზე. ალბათ პატრიციას, რომლის ცნობილი ფრაზაა  "მე მირჩევნია ვტიროდე როლს როისში, ვიდრე ბედნიერი ვიყო ველოსიპედზე", ბოლომდე მოუწევს თავისი სასჯელის მოხდა ციხეში.

დავუბრუნდეთ გუჩის. დე სოლლეს წარმატებული პოლიტიკის შედეგად, რომელმაც გამოითხოვა ლიცენზიები, ჩადო მთელი მოგება კომპანიის გაფართოებაში და მოდური კომპანიების შესყიდვაში, აგრეთვე ფორდის ნიჭმა, რომლის კოლექციებიც სარგებლობს წარმატებით, შეძლო, რომ კომპანია გუჩი ისევ გაეყვანა მოდის ლიდერთა სიაში.

1995 წელს ტომ ფორდი კოლექციისთვის "Jet Set" იღებს საუკეთესო მოდელიორის წოდებას.  

 სეზონიდან სეზონამდე კომპანია გუჩი ძლიერდება და ძლიერდება. 2003 წელს ტომ ფორდი ხსნის ახალ გვერდს გუჩის სტილში. ძვირფასი ნაჭრების გამოყენებით იგი ქმნის კოლექციას, რომელიც აბალანსებს ინოვაციურ და ცოტა ვულგარულ სტილს. ეს კოლექცია სარგებლობს ძალიან დიდი წარმატებით.

2004 წლის აპრილში, უკვე წარმატებულ და სახელგანთქმულ  კომპანიას "Gucci Group"  ყიდულობს ფრანგული კორპორაცია Pinault Prin- temps Redoute (PPR). 

და კომპანიაში კვლავ იწყება რეორგანიზაცია. ახალ ხელმძღვანელობასთან შეუთავსებლობის გამო კომპანიას ტოვებენ დე სოლლე და ტომ ფორდი. უდიდესი დიზაინერის დასამშვიდობებელი ჩვენება იმართება 2004 წლის თებერვალში მილანში. ჩვენებაზე სიტუაცია იყო უსაზღვროდ დაძაბული. წარმოდგენილმა კოლექციამ, რომელშის შეთავსებული იყო ფორდის ეპოქის გუჩის ყველაფერი საუკეთესო,  უდიდესი მოწონება და განუწყვეტელი 20 წუთიანი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ფორდთან ერთად კომპანია დატოვა ათეულობით  მოდელიერმა. 

მთავარი მოქმედი პირის დაკარგვას რ თქმა უნდა არ ჩაუვლია კრიზისის გარეშე. მის ადგილს იკავებს 28 წლის ალექსანდრა ფაკინეტი, რომელიც მთლიანად ინარჩუნებს ფორდის დროინდელი სექსუალურ სტილს და ამავე დროს შეაქვს მოდელებში აფრიკანო–ინდური სტილი და ფერები.

მაგრამ ორი კოლექციის წარდგენის შემდეგ, ალექსანდრა მოულოდნელად აცხადებს თავის გადაწყვეტილებას კომპანიის დატოვების შესახებ მენეჯმენტთან შეუთავსებლობის გამო. ხელმძღვანელობა იძულებული ხდება სასწრაფოდ ეძებოს ახალი დიზაინერი. თანამდებობაზე მოწვეული იქნა ფრიდა ჯანინი, რომელსაც დღესაც უკავია ეს პოსტი.

გუჩიში მისვლამდე ჯანინი 5 წელი მუშაობდა კომპანიაში Fendi, ხოლო 2006 წელს შეყვანილი იქნა ჟურნალ Time რეიტინგებში: "100 ყველაზე გავლენიანი პერსონა მსოფლიოში".

ამის შემდეგ, დღევანდელი დღის ჩათვლით კომპანია ვითარდება წარმატებით. ცოტა ხნის წინ მან შეისყიდა ცნობილი ფეხსაცმელების ბრენდი Sergio Rossi.


Gucci | Spring Summer 2012 Full Fashion Show | Exclusive










          ლაკოსტა (Lacoste ), ბრენდის ისტორია

ცნობილი ფრანგული კომპანია ლაკოსტა (Lacoste) შეიქმნა 1933 წელს. მისი დამფუძნებელი იყო ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი რენე ლაკოსტა (1904–.1996)

1923 წელს რენე ლაკოსტა (Rene Lacoste) იგებს დევისის ჩემპიონატის. რის შედეგადაც,  გადმოცემის თანახმად, მწვრთნელთან დადებულ სანაძლეოში (ჩემპიონატის მოგებაზე) იგებს ნიანგის ტყავისგან დამზადებულ ჩემოდანს. სწორედ ამის გამო არქმევენ რენეს მეტსახელად "ნიანგს" (ალიგატორი). მისმა ახლობელმა რობერტ ჯორჯმი იტაცებს იდეს და უხატავს მას ნიანგს, რომელიც 1927 წელს ამერიკაში ჩატარებულ ჩემპიონატში ამოქარგული იქნა რენეს მაისურზე, რომლითაც იგი ღებულობს შეჯიბრებაში მონაწილეობას. მან მოიგო ეს შეხვედრა. რენეს მიერ პირველად მსოფლიოში სპორტულ მოედანზე ჩაცმულმა მოსახერხებელმა მოკლე სახელოიანმა ტრიკოტაჟის მაისურმა მთელს მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. 


1933 წელს რენე ლაკოსტა სპორტში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევის შემდეგ (10 გზის "დიდი შლემის" ჩამპიონატის გამარჯვებული) ამთავრებს თავის სპორტულ კარიერას და იმ დროისთვის საფრანგეთში ყველაზე დიდი ტრიკოტაჟის ფაბრიკის მმართველთან ანდრე ჟილესთან ერთად აფუძნებს ახალ ბრენდს, რომელსაც არქმევს თავის სახელს – ლაკოსტა (Lacoste).


ახალი კომპანიის მიერ შექმნილი პირველი პროდუქტი იყო, უკვე ცნობილი, ტენისის თეთრი პერანგი მწვანე ნიანგით. ამავე დროს ბრენდი ლაკოსტა მუშაობდა სხვა სახეობის სპორტული მაისურების დამზადებაზე.


1951 წლიდან კომპანია ლაკოსტა აფართოებს თავის პროდუქციის ასორტიმენტს და იწყებს თეთრის გარდა ფერადი სპორტული მაისურების წარმოებას. 1952 წელს ლაკოსტას მაისური გაგზავნილი იქნა ამერიკაში როგორც "პროფესიონალი სპორცმენის სიმბოლო". ამერიკაში მაისურმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თანაც მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პროდუქცია იკერებოდა ამერიკული ზომების სისტემით ყველაზე პატარა ზომებშიც.
  
1963 წელს კომპანია ლაკოსტას მართველობა გადადის მისი შვილის ბერნარდ ლაკოსტას ხელში. ამის შემდეგ ლაკოსტას ლოგო ამშვენებს ფირმის მიერ გამოშვებულ ყველა პროდუქციას: სპორტული ტანსაცმელს, სპორტული ინვერტარს, პარფიუმერიას, სათვალეების ჩანთებს, საათებს, ფეხსაცმელს და სხვა აქსესუარებს.


70–იან წლებში ლაკოსტა ხდება ძალიან პოპულარული ბრენდი მთელს მსოფლიოში. ყველაფერი, რაც იქმნებოდა სამოდელო სახლ ლაკოსტაში მომენტალურად იძენდა საოცარ პოპულარობას. 

სპორტული ბრენდიდან ლაკოსტა გადაიქცა ყოველდღიურ, ყველასთვის მოსახერხებელ, მოდურ ბრენდად.  

2004 წლის დასაწყისში ბერნარდ ლაკოსტა სერიოზულად დაავადდა რის გამოც კომპანიის მმართველობა გადადის უმცროსი ძმის – მაიკლ ლაკოსტას ხელში. ბერნარდი გარდაიცვალა 2006 წლის 21 მარტს პარიზში.


2005 წელს კომპანიის დიზაინერი და სამოდელო სახლის დირექტორი კრისტოფ ლემერი ცვლის ბრენდის ემბლემას და ნიანგი ხდება ვერცხლისფერი. 


დღევანდელ დღეს კომპანიის 65% წილის მფლობელი არის ლაკოსტას ოჯახი, 35% წილის კომპანია დევანლეი (Devanlay). ლაკოსტას პარფიუმერული ხაზის ლიცენზიის მფლობელია კომპანია Procter and Gamble. ფირმის სათაო ოფისი მდებარეობს პარიზში.



Lacoste 2012 Spring/Summer Collection at Mercedes Benz Fashion Week   













No comments:

Post a Comment